logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარეების კალაპოტებზე, დამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარეების კალაპოტებზე, დამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს

1738068398

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარეების კალაპოტებზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო გაბიონისა და დამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გასულ წელს, სტიქიის პრევენციის მიზნით, ნაპირსამაგრი ჯებირის მშენებლობა, 7 ლოკაციაზე, დასრულდა. რისთვისაც,მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 962 გრძივ მონაკვეთის მშენებლობისთვის,  1 983 145,28 ლარი დაიხარჯა. 

"დამცავი გაბიონები მოეწყო, სოფელ ბაისუბანში - მდინარე ბაისუბანზე, სოფელ ვერხვისმინდორში - მდინარე არეშზე, სოფელ მშვიდობიანში - მდინარე ბაისუბნის ხევზე, სოფელ აფენში - მდინარე აფენის წყალზე, სოფელ თელაზე - მდინარე ბაისუბნის ხევზე, სოფელ ნინიგორსა და გელათში - მდინარე ჭვარტლისხევზე. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, სტიქიის პრევენციის მიზნით, ლაგოდეხის მერია, მიმდინარე წელს, დამცავი ჯებირების მშენებლობას, კვლავ გააგრძელებს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით