logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ სექტორს ხარჯები $19 მლრდ-ით გაუზარდოს

აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ სექტორს ხარჯები $19 მლრდ-ით გაუზარდოს

1753972140

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გარიგებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ სექტორს ხარჯები 19 მილიარდი დოლარით გაუზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმების შედეგად ფარმაცევტული კომპანიებისთვის წარმოქმნილი დამატებითი ხარჯები, სავარაუდოდ. 13-დაn 19 მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს მოხდება იმის გამო, რომ ბრენდული მედიკამენტები 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.

დამატებითი ხარჯები კი გამოიწვევს ფასების ზრდას მომხმარებლებისთვის, თუკი ფარმაცევტული კომპანიები არ მიიღებენ ზომებს ტარიფების გავლენის შედეგების შესარბილებლად.

ფარმაცევტული კომპანიები ისტორიულად საბაჟო გადასახადით არ იბეგრებოდა. წამლები არის აშშ-ში ევროპული ექსპორტის უმსხვილესი ნაწილი - ევროკავშირზე შტატებში იმპორტირებული მთელი პროდუქციის დაახლოებით 60% მოდის.

ამასთან, Bernstein-ის ანალიტიკოსის კორტნი ბრინის შეფასებით, დამატებით დარმოშობილი 19 მილიარდის ნაწილის დაფარვას კომპანიები შეძლებენ იმ ზომების დახმარებით, რომლებსაც უკვე იღებენ - ისეთების, როგორიცაა პრეპარატების მარაგების შექმნა და ახალი შეთანხმებები მკვლევრებთან.

მანამდე Roche-ს გენერალურმა დირექტორმა თომას შინეკერმა განაცხადა, რომ კომპანია ზრდის თავის მარაგებს აშშ-ში, რათა თავიდან აიცილოს ტარიფებით გამოწვეული მყისიერი წყვეტა.

UBS-ში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი ჯენერიკები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.

როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიუხედავად, ფარმაცევტული პრეპარატების ტარიფები ამ დრომდე გაურკვეველია. მართალია, ახალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 1 აგვისტოდან შედის, თუმცა 15%-იანი ტარიფი, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე დაწესდა, ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ეტაპზე არ შეეხება. 

jandacva.ge 

გამოგვყევით