logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

C და B ჰეპატიტის მართვის პროგრამებზე წელს სახელმწიფო 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს

C და B ჰეპატიტის მართვის პროგრამებზე წელს სახელმწიფო 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს

1767011400

C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე წელს სახელმწიფო  3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, B ჰეპატიტის მართვაზე კი - 1 მილიონ 800 ათასს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცე ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა - 1 მლნ 765 ათასი ლარი დიაგნოსტიკას მოხმარდება, მილიონი ლარი სკრინინგულ კვლევებს. მკურნალობის კოპონენტზე წელს 51 ათასი ლარია გათვალისწინებული, ლოჯისტიკაზე კი 229 ათასი.

რაც შეეხება B ჰეპატიტის მართვას, პროგრამის ბიუჯეტიდან ბენეფიციართა გამოვლენაზე, დიაგნოსტიკასა და მონიტორინგზე 1 მილიონ 365 ლარია გათვალისწინებული, ხოლო B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, ტესტებისა და სახარჯი მასალის შესყიდვაზე  400 ათასი.

ჯამში, ჰეპატიტების მართვაზე წელს დახარჯული თანხა 4 მილიონ 831 ათას ლარს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა და მან მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარება მოიპოვა.

B ჰეპატიტის პროგრამა კი 2024 წლიდან ფუნქციონირებს.

მიზანი ინფექციის გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაა. ორივე პროგრამით სარგებლობა საქართველოს მოქალაეებისთვის სრულიად უფასოა.

jandacva.ge 

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს" - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს" - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

გამოგვყევით