logo
Loading data...

გასწვდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვის მზარდ პროგრამებს - ექსპერტები ფონდების შექმნის იდეით გამოდიან

გასწვდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვის მზარდ პროგრამებს - ექსპერტები ფონდების შექმნის იდეით გამოდიან

1718015021

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კარგად იმუშავა, თუმცა იმ პირობებში, როცა პროგრამა ფართოვდება და სულ უფრო მეტი დაავადებისა და მედიკამენტების დაფინანსებას მოიცავს, ჩნდება კითხვა - გადასახადების ამჟამინდელი განაკვეთის პირობებში, საკმარისი იქნება თუ არა ამ პროგრამისთვის ის თანხები, რომლებიც მისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა?

საკითხს ასეთი ფორმულირებით ექსპერტების ნაწილი სვამს. მათ შორისაა ეკატერინე სანიკიძე, რომელმაც, ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ცალკე გამოიყო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსება, რომელიც 25 ათასლარიან ლიმიტში აღარაა. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ უნდა დაფინანსდეს ის მედიკამენტებიც, რომლებიც დღემდე სახელმწიფო პროგრამით არ იფარება.

„მოთხოვნა, რომ დაფინანსდეს სხვა არაერთი სამედიცინო მომსახურება, იზრდება და არ იკლებს, ამიტომ დანახარჯები ჯანდაცვაზე გაიზრდება, და სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ამ ხარჯების ზიდვა. თუ აღმოჩნდება, რომ ხაზინა ვერ ზიდავს ამ ხარჯებს, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმა,” - აღნიშნა სანიკიძემ.

მისი თქმით, როცა ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯების აუცილებლობა დადგება,  შესაძლროა, დაისვას საკითხი, რომ  შეიქმნას ჯანდაცვის ფონდები, სადაც დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად გარკვეულ პრემიას გადაიხდის. ან, შეიძლება გამოსავლად ითქვას ის, რომ საშემოსავლო გადასახადი 20-დან 27%-მდე გაიზარდოს.
ეკატერინე სანიკიძის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ ამ მოდელს სჭიორდება ფული.

ექსპერტმა ერთ-ერთ მისაღებ მოდელად ე.წ. ბისმარკის მოდელი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პრინციპმა სწორი სტიმულები შექმნა.

„ბევრს ეგონა, რომ ბისმარკის მოდელს შეიძლება დიდხანს ვერ გაეძლო, რადგან ეს არის დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შეტანილი თანხა - ყოველთვიური პრემია ჯანდაცვის ფონდში, მაგრამ ვინც დასაქმებული არ არის, ის ვერ იხდიდა და დაზღვევა არ ქონდა და უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობდა, თუ უმუშევრად საპატიო მიზეზით დარჩა. თუ ფეხი ფეხე გაქვს გადადებული და არ მუშაობ, კარგავ ამ დაზღვევას. დრომ აჩვენა, რომ ეს სტიმული გახდა, რადგან ყველა ცდილობს იყოს დასაქმებული, რომ დაზღვევა ჰქონდეს, რადგან ყველაზე დიდი ფინანსური ტვირთი ადამიანებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც არის ჯანმრთელობასთან დაკავშიორებული ტვირთი,“ - განაცხადა ეკატერინე სანიკიძემ.

იმის შესახებ, რომ დასაქმებულისთვის სავალდებულო დაზღვევის გარკვეული მოდელი უნდა ამოქმედდეს, წლებია, არაერთი ექსპერტი საუბრობს. მათი თქმით, უნდა არსებობდეს დაზღვევის მინიმალური პაკეტი, რომელიც ყველა ძირითად რისკს დაფარავს. სურვილის შემთხვევაში კი ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თანხის დამატებით ეს პაკეტი გაიუმჯობესოს. ასეთი სისტემის პირობებშ, პრემიის მოცულობა და თანადაფინანსება, შემოსავლებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მსგავსი სისტემური რეფორმის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.

jandacva.ge 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით