logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

მთავრობა კლინიკებს COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილს ჩამოაწერს

მთავრობა კლინიკებს COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილს ჩამოაწერს

1729756128

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან.

„20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით