logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

რამდენი ექიმი ჰყავს საქართველოს? – "საქსტატი" ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს

რამდენი ექიმი ჰყავს საქართველოს? – "საქსტატი" ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს

1753774711

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში ჯამში 24 139 ექიმი იყო რეგისტრირებული.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი 3 098 - შინაგანი მედიცინის ექიმები, ანუ თერაპევტები იყვნენ. შემდეგ მოდის სტომატოლოგთა რაოდენობა, რომელმაც 2 909-ს შეადგენს. გარდა ამისა, ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 937 ქირურგი, 1 501 მეან-გინეკოლოგი, 1 051 პედიატრები და ა.შ.

მონაცემების თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მცირე რაოდენობის ექიმი რეგისტრირებული იყო სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის მედიცინის მიმართულებით და მათი რაოდენობა 51-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, საქართველოში ჯამში 24 428 ექიმი იყო რეგისტრირებული.

გამოგვყევით