logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-ს მაღალჩინოსნები ჩინეთთან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ზრდის პოტენციალზე საუბრობენ

აშშ-ს ოფიციალური პირები ჩინეთთან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ზრდის პოტენციალზე საუბრობენ. სავაჭრო ნაკადების გააქტიურებაზე ვაშინგტონის ელჩმა ჩინეთში, შანხაიში გამართულ სავაჭრო ბაზრობაზე ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები კვლავ დაძაბულია.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (CIIE) ვაშინგტონის ელჩმა ჩინეთში ნიკოლას ბერნსმა ლენტი გაჭრა და პავილიონი გახსნა, რაც აშშ-სთვის 2018 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ვიზიტორებმა დააგემოვნეს აშშ-დან მიღებული საკვები პროდუქტები.

ნიკოლას ბერნსმა თქვა, რომ აშშ არ ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტას, ხოლო აშშ-ს ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აზიის ეკონომიკურ ცენტრს „ზრდის დიდი პოტენციალი" აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის.

"როგორც ყველამ იცით, ჩინეთი კარგი ბაზარია აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. ეს არის ჩვენი ტოპ ბაზარი. ვფიქრობთ, რომ შეიძლება, იყოს უკეთესიც. ჩვენ აქ ვხედავთ ზრდის დიდ პოტენციალს რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი არის ამერიკელი მწარმოებლები აქ პროდუქტიულები და კონკურენტუნარიანები არიან. ჩვენი ნედლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი და სოიო მსოფლიო დონისაა და ჩვენ შევძლებდით ჩინეთისთვის ამ პროდუქტების მიწოდებას უფრო დიდი რაოდენობით. ბოლო დროს აქ ჩვენ ვნახეთ დიდი ზრდა ჩვენს გაყიდვებში“ - განაცხადა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჭრობისა და საგარეო სოფლის მეურნეობის საკითხებში ჯეისონ ჰაფემაისტერმა.

ჩინეთში აშშ-ს მთავარი ექსპორტს მარცვლეული კულტურები წარმოადგენს. შარშან ამ მოცულობამ 25,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბევრად უსწრებს სხვა საქონლის ექსპორტს.

გამოგვყევით