ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმა სავაჭრო ტარიფების გაუქმების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა washington post-i ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკის მიმართვა ტრამპისადმი ჯერჯერობით წარუმატებელია.
ორშაბათს ტრამპი დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა ჩინეთს.
გასული კვირის ბოლოს მასკმა სოციალურ ქსელში პოსტების სერია გამოაქვეყნა, რომლებშიც საჯაროდ გააკრიტიკა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი პიტერ ნავარო. ამას გარდა, იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ყრილობაზე ონლაინფომატში სიტყვით გამოსვლისას ილონ მასკი აშშ-ისა და ევროპას შორის ნულოვანი ტარიფების მოწოდებით გამოვიდა.
მანამდე მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ავტომობილებზე დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ კომპანია Tesla-ზე.
1tv.ge