logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Mercedes-Benz-ი ფორმულა 1-ის უსაფრთხოების ავტომობილების ერთადერთი მიმწოდებელი ხდება

Mercedes-Benz-ი ფორმულა 1-ის უსაფრთხოების ავტომობილების ერთადერთი მიმწოდებელი ხდება

1768898552

Mercedes-Benz-ი მიმდინარე სეზონში ფორმულა 1-ის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ავტომობილების ერთადერთი მიმწოდებელი იქნება. გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც Aston Martin-მა ფორმულა 1-თან ხუთწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„Aston Martin-ის შეთანხმება ფორმულა 1-თან FIA-ს ოფიციალური უსაფრთხოებისა და სამედიცინო ავტომობილების მიწოდებაზე 2025 წლის სეზონის ბოლოს დასრულდა,“ - განაცხადეს ბრიტანული ლუქსკლასის სპორტული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიაში.

Mercedes-Benz და Aston Martin ფორმულა 1-ის რბოლებზე უსაფრთხოების და სამედიცინო ავტომობილების მიწოდებას 2021 წლიდან ერთობლივად უზრუნველყოფდნენ. ბოლო პერიოდში Aston Martin-ი ფორმულა 1-ს  4.0-ლიტრიანი, ორმაგი ტურბო V8 ძრავით აღჭურვილ Vantage Safety Car-სა და DBX707 SUV სამედიცინო ავტომობილს აწვდიდა. 

ანი ჯალაღონია 

გამოგვყევით