logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Xiaomi ჩინეთის ავტობაზარზე ელექტრომობილით შედის

ჩინურმა სმარტფონების კომპანია Xiaomi-მ ელექტრო მანქანის გაყიდვები დაიწყო. მისი SU7-ის ფასი 215,900-დან 299,900 იუანამდე (29,870 - 41,493 აშშ დოლარი) მერყეობს. კომპანია ჩინეთის მკაცრად კონკურენტუნარიან ბაზარზე შედის.

Xiaomi-ს აღმასრულებელი დირექტორი ლეი ჯუნის განცხადებით, ელექტრონიკიდან მანქანის წარმოებაზე გადასვლა ადვილი არ იყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკულმა კონკურენტმა Apple-მა მსგავსი იდეის განხორციელებაზე უარი თქვა.

კომპანიის სტანდარტული EV მოდელის - SU7 ფასი 215,900 იუანი იქნება, ხოლო Pro და Max ვერსიები შესაბამისად 245,900 იუანი და 299,900 იუანი ეღირება. Standard და Max მოდელების მიწოდება აპრილის ბოლოდან დაიწყება, ხოლო Pro მოდელების - მაისის ბოლოს.

ყველა SU7 მოდელი ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ავტობაზრობაზე გაიყიდება.

გამოგვყევით