გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, 1 426-ს კი ჩამოერთვა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ათ წელში საქართველოს მოქალაქის სტატუსი 39 ათასზე მეტმა უცხოელმა მიიღო.
რაც შეეხება ქვეყნების ჩამონათვალს, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის, ამერიკის, სომხეთის, უკრაინის, ისრაელის, საბერძნეთის მცხოვრებზე გაიცა. მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობაში რუსეთი ლიდერობს.
რუსეთის მოქალაქეებზე 1 393 საქართველოს მოქალაქეობა გაიცა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრებულია. ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთიდან 2022 წელს დაფიქსირდა.
ასაკობრივი კატეგორია განსხვავებულია, თუმცა ყველაზე მეტი, ჯამში სამასამდე მოქალაქეობის სტატუსი 60-დან 64 წლამდე პირებზე გაიცა.