თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
"ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე. თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდათ ვიზა, გაგაძევონ ქვეყნიდან და ვეღარ შეძლოთ აშშ-ის ვიზის მიღება მომავალში.
დაიცავით წესები და არ დააყენოთ თქვენი მოგზაურობა რისკის ქვეშ. ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება", - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.