logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"არემჯის" საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა

"არემჯის" საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა

1727703502

"არემჯის" საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა. პროექტის საზეიმო დახურვაზე, რომელიც დაბა კაზრეთში არემჯის სათავო ოფისში გაიმართა საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს, შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს.

წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ.

პროექტის მსვლელობის დროს, სტუდენტები  თავიანთი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები. წელს პირველად მომავალ გეოლოგებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკა გაევლოთ ბექთაქარის მიწისქვეშა მაღაროში, რომელიც „არემჯი ჯგუფის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული პროექტია.

„საზაფხულო სკოლა“ არემჯის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

"ამ სტუდენტურ პროექტს უკვე მეექვსე წელია ვახორციელებთ. წელს ერთთვიანი პრაქტიკა 24-მა სტუდენმა გაიარა, აქედან 18 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 6 თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. არემჯის საზაფხულო სკოლის  მე-6 ნაკადის მონაწილეები ჩართულები იყვნენ კომპანიის ყოველდღიურ სამუშაოებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების მომავალი პროფესიის შერჩევისა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.“ - აცხადებს გიორგი ჩხეიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  საკადრო საკითხებში. 

წელს გაფორმდა მემორანდუმი "არემჯისა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და თსუ-ის სტუდენტებს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო „საზაფხულო სკოლაში“. სხვა სტუდენტებსაც ვურჩევდი ამ პროგრამაში ჩართვას, რადგან აქ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.“ - აცხადებს ანნა კიკვაძე, თსუ-ის სტუდენტი, არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილე.

თეორია აუცილებელია ამ საქმეში, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა უმნიშვნელოვანესია და ძალიან გამომადგება  სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაფერი, პროფესიონალები გვიძღვებოდნენ და ძალიან მეგობრულ გარემოში ვეცნობოდით კომპანიის საწარმოო პროცესებს.“ - აცხადებს ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, სტუ-ის სტუდენტი, არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილე.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, გამოჩენილი ინტერესისა და პროექტში წარმატებით ჩართულობისთვის კი ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

6 წლის განმავლობაში, საზაფხულო სკოლის პროექტში 250-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო, მათგან 70 % პროცენტზე მეტი დასაქმებულია, აქედან კი 30-მდე სტუდენტი სხვადასხვა წლებში უშუალოდ არემჯის  გუნდს შემოუერთდა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია ის სტუდენტური პროგრამები, რომელთაც არემჯი საქართველოს წამყვან  უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

გამოგვყევით