logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ატმოსფეროში მავნე სათბური აირების გაფრქვევა 2030 წლამდე 35%-ით უნდა შემცირდეს" - ნინო თანდილაშილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშილის ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული, რომ 2030 წლამდე ატმოსფეროში მავნე სათბური აირების გაფრქვევა 35%-ით შეამციროს.

როგორც ნინო თანდილაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, დღეს კლიმატის ცვლილების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და საკითხი არც საქართველოსთვისაა უცხო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებებს კლიმატის მიმართულებით პირნათლად ასრულებს. მთავარი ვალდებულებაა, რომ მავნე სათბური აირების გაფრქვევა ატმოსფეროში შევამციროთ. მავნე სათბური აირების გაფრქვევა 2030 წლამდე 35%-ით უნდა შემცირდეს, ცხადია, ამ ყველაფერს, ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება და 7 სექტორისთვის შემუშავებული გვაქვს - კერძოდ, ენერგეტიკის, მრეწველობის, სატყეო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სექტორში, რომ კლიმატის ცვლილების კუთხით სათბური აირების გაფრქვევა,  ქვეყნის ვალდებულების ნაწილში ეტაპობრივად შემცირდეს.

როდესაც კლიმატის ცვლილების საკითხზე ვსაუბრობთ, აქ მწვანე ენერგიის წყაროების განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკის, ქარისა და მზის მიმართულების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის და მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების კუთხით დადებითი შედეგის მომტანია. თანამედროვე მსოფლიოში გარემოს დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა პლასტიკის დაბინძურების საკითხია, ასევე მნიშვნელოვანია მწვავე პროექტების განხორციელება და ტყის რესურსების სწორი მართვა", - აღნიშნავს ნინო თანდილაშილი.

გამოგვყევით