სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე – www.hr.gov.ge. სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში კონკურსი გამოცხადდა 4 პოზიციაზე:
- რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95305
- ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის სტაჟიორი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95304
- ავტორიზაციის დეპარტამენტის სტაჟიორი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95303
- ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტაჟიორი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95228