logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ჩვენ ვართ მედიაჰაბი და მედია ეკოსისტემა" - თინათინ ბერძენიშვილი

"ჩვენ ვართ მედიაჰაბი და მედია ეკოსისტემა" - თინათინ ბერძენიშვილი

1729245360

ჩვენ ვართ მედიაჰაბი და მედია ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში", პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი)  ახალ შენობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შენობა რადიოს, ტელევიზიისა და ონლაინ საინფორმაციოებს გარდა, კინოს წარმოებას შეუწყობს ხელს.

"პირველი არხის ახალი შენობა ცვლის ყველაფერს. პირველ რიგში, ვულოცავ  პირველი არხის  ყველა თანამშრომელს, რადგან ჩვენ ყველანი გავხდით ისტორიის ნაწილი და ვფიქრობ, რომ ეს ფურცელიც ძალიან კარგად დაიწყო. ეს შენობა გარდა იმისა, რომ ვიზუალურად, არქიტექტურულად ძალიან გამორჩეულია, ასევე ეს არის ფუნქციურად ძალიან დატვირთული. ეს არის მულტიმედიური სივრცე, რომელიც გარდა იმისა, რომ რადიოს, ტელევიზიას და ონლაინ საინფორმაციოებს აერთიანებს, ასევე კინო წარმოებასაც შეუწყობს ხელს. 4 წელში, რომელიც კაფსულის ჩადებიდან დღემდე გავიარეთ, აბსოლუტურად ყველა საუკეთესო რეფერენსი, თუკი რაიმე ჰქონდა მსოფლიოს აქ გადმოვიტანეთ. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი როლმოდელი მთელი მსოფლიოსთვის. 

ჩვენი მოტივაცია და ენთუზიაზმი იყო ის, რომ  ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის შეგვექმნა საუკეთესო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საუკეთესოდ გვემუშავა. ჩვენთან ერთად იმუშავა 36-მა ადგილობრივმა, ქართულმა კომპანიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე მაღალი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არსებობს. როდესაც გვესმის ხოლმე, რომ სადღაც რაღაც უფრო უკეთესად კეთდება - დავამტკიცეთ, რომ ჩვენც არანაკლებად შეგვიძლია. 

ონკურსი გამოცხადდა, საჯაროდ შეირჩა ეს პროექტი მაყურებლის მიერ. გამოვარჩევ მთავარ არქიტექტორ ლევან სიამაშვილს. ვფიქრობ, თავისი ცხოვრების პროექტი დადო. ქალაქს შეემატა არქიტექტურულად ძალიან გამართული, ლამაზი, ეკოლოგიურად მწვანე შენობა, რაც არ შეიძლება, არ გაგვიხარდეს როგორც ქვეყნის შენაძენი.

კომპანია „დაგი“, რომელმაც ააშენა შენობა და კომპანია „თბილი სახლი – კასა კალდა“. ინჟინერიას დიდი მნიშვნელობა აქვს, გათბობა-გაგრილება, რაც გვგონია ხოლმე, თითქოს არ შეგვიძლია, არაჩვეულებრივად იმუშავეს. გამოვყოფ ასევე კომპანია „სიემსის“, რომელმაც ზედამხედველობა ჩაუტარა. ფუნდამენტურად ჩვენ ამ საქმის კეთება კარგად შეგვიძლია და სულ ხაზს ვუსვამ, რომ ეს საჯარო სექტორმა განახორციელა, რადგან, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენ შეზღუდული ვიყავით ბიუჯეტში, დროში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, სახელმწიფო შესყიდვებით შეიძლება ძალიან კარგი და გრანდიოზული პროექტების კეთება. რა თქმა უნდა, ცოტა უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რაც ჩვენ დავამტკიცეთ.

ჩვენ დიდი ხანია ტექნოლოგიურად უკეთესობისკენ შევიცვალეთ და გადავვიარაღდით, მაგრამ ახალი შენობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი სისტემურად ერთმანეთში მოექცეს და მგონია, რომ ეს რგოლი შეიკრა. ჩვენ ძველი შენობაც ძალიან გვიყვარს და ის ისტორიის ნაწილია", - აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი. 

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიება 2024 წლის 16 ოქტომბერს  გაიმართა.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის 64-ე დაბადების დღეს ჩაიდო. ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1966 წელს არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებული ისტორიული შენობის ავარიულობა ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, არსებული შენობის რეაბილიტაცია კი ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. ახალი შენობა კომპანია „თბილქალაქპროექტის“ მიერ არის დაპროექტებული. დიზაინი წლების წინ პირველმა არხმა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია. პროცესში საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული.

გამოგვყევით