უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეიკავონ თავი გადაადგილებისგან", – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +995 591 909 005.