სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს.
GCCA-ის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N 1-ელ საჯარო სკოლის და ბათუმის N მე-15 საჯარო სკოლის, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N მე-2 საჯარო სკოლისა და ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მომხმარებლის უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები განიხილეს.
პროექტი GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით დედაქალაქსა და რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თანაბარ უზრუნველყოფას.