logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

1751824788

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშორებით შსს განცხადებას ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით