logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1762344928

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

3 ნოემბერს, ვენაში გამართულ სემინარზე - „საარჩევნო კამპანიები და ციფრული გარემო“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ციფრულ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და რეკომენდაციები განიხილეს, მათ ერთმანეთს აღნიშნული მიმართებით არსებული კარგი პრაქტიკაც გაუზიარეს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებზე, არჩევნების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციებზე.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და უცხოელ კოლეგებს ესაუბრა. საუბარი შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ მზაობას, პროფესიულ ფორმატში არსებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესახებ.

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ეუთოს წევრი ქვეყნების საარჩევნო ექსპერტებმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გამოგვყევით