logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კობა ყალიჩავა: ავარიული შენობების მიმართ უნდა არსებობდეს ცალკე დარგობრივი გეგმა

კობა ყალიჩავა: ავარიული შენობების მიმართ უნდა არსებობდეს ცალკე დარგობრივი გეგმა

1752780391

„ავარიული შენობების მიმართ უნდა არსებობდეს ცალკე დარგობრივი გეგმა“, - ამის შესახებ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კობა ყალიჩავამ „ბიზნესპარტნიორის“  ღამის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოვიფიქროთ გარკვეული ეკონომიკური მექანიზმები პროცესის სტიმულირებისთვის. 

„ავარიული შენობების მიმართ უნდა იყოს ცალკე დარგობრივი გეგმა, უნდა გამოიყოს გარკვეული ლოკაციები, სადაც ყველაზე პრობლემურია ავარიული შენობები. ჩვენ უნდა გვქონდეს გაწერილი კრიტერიუმები, მათ შორის, რომელი ავარიული შენობის მიმართ გვმართებს მყისიერი ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფოსგან უფრო იძულებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა რა შემთხვევაში გვაქვს. პირველ, მეორე და მესამე კატეგორიას ეს ვერ შეეხება. უნდა ითქვას, რა არის ეს ქმედითი ღონისძიებები და ცალმხრივი ღონისძიება, რომელიც თანმხვედრ ნებაზე არ არის დამოკიდებული - ეს უნდა ვიცოდეთ.

ასევე, თანამედროვე საჯარო მმართველობაში გვაქვს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სტიმულაცია, ეკონომიკური ინსტრუმენტები მართვაში, ეს ეკონომიკური ჭკვიანი მექანიზმები  უნდა იყოს მოფიქრებული. თლიან უბანს თუ აიღებ უფრო მარტივი ხდება ეს ამბავი და ბიზნესმოდელი უკეთ მუშაობს ამ შემთხვევაში. ეს ოპერატიული გეგმა აუცილებელია, რომ არსებობდეს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ

გამოგვყევით