logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

კონკურენციის სააგენტოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

1776343229

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
 
მემორანდუმის მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა და კონკურენციის სამართლის, ანტიდემპინგის მიმართულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროფესიული სტანდარტების განვითარება, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენციის სამართლის კომიტეტის ჩართულობით.
 
მემორანდუმი გულისხმობს კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესებას, აღნიშნული მიმართულებებით ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას.
 
მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, დაორგანიზდება ერთობლივი ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები, შემუშავდება პრაქტიკული სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები და კვლევები, გაანალიზდება კონკურენციის სამართლის პრაქტიკა და გაზიარდება საუკეთესო პრაქტიკა, განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, ასევე, ხელი შეეწყობა პროფესიულ დიალოგს კერძო და საჯარო სექტორებს შორის.

გამოგვყევით