logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

1787059356

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს მოქალაქეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი „პარაფერინი“ (240 კაფსულა) სამგზავრო ჩანთებში ჰქონდა განთავსებული.

შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

გამოგვყევით