logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს

1788332328

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 200 კაფსულა ვფსიქოტროპული პრეპარატი  - ,,პრეგაბალინი“.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

გამოგვყევით