logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

1734003393

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. განხორციელებული ცვლილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს.

„საქართველოში კულტურისა და სპორტის დარგების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებებია, არსებული სამინისტროს ნაცვლად დარგობრივი სამინისტროების დამოუკიდებლად შექმნა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურისა და სპორტის სფეროებში სახელმწიფოს გაცხადებული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და დასახული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია ბოლო პერიოდში სპორტის სფეროში ქართველი სპორტსმენების გამორჩეული მიღწევები და წარმატებები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სპორტის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა.

ამასთან, როგორც სპორტის, ასევე კულტურის დარგში ცალკე სამინისტროს შექმნა ამ უმნიშვნელოვანესი დარგების კიდევ უფრო სწრაფი განვითარების დამატებითი მექანიზმი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება დადებითად აისახება მაღალი მიღწევების სპორტის შედეგებსა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე.

აღნიშნული ცვლილებებით სპორტის სფეროში არსებული მენეჯმენტის სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფინანსების ეფექტიან ხარჯვას და ამ სფეროში ჩართული სუბიექტების საჭიროებების დაკმაყოფილებას. კულტურის სფეროს მასშტაბისა და თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოყოფა საფუძველს შექმნის, რომ უფრო მეტად განვითარდეს კულტურის შესაბამისი დარგები და ჩამოყალიბდეს მათი მართვის თანამედროვე მოდელი. აღნიშნული ორიენტირებული იქნება კულტურის ხელმისაწვდომობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხელოვანთა მხარდაჭერაზე.

გარდა ამისა, ორივე სფერო განსხვავდება თავისი სპეციფიკით, რაც დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებისას განსხვავებული მიდგომების გამოყენებას საჭიროებს, შესაბამისად, სამინისტროს, როგორც ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განმახორციელებელ ორგანოს ფუნქციები მეტად ეფექტიანად განხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორად გაყოფის შემთხვევაში”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო.

გამოგვყევით