logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

1744042768

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გამოგვყევით