საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 1 აპრილს 2.8-წლიანი 40 მლნ ლარის (14.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით არ შეცვლილა და 8.456% შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 1 აპრილს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.077პპ-ით შემცირდა და 7.488% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 8 აპრილს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 11.4-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.