logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"მინერალების შესახებ ახალი ხელშეკრულების განსახილველად, უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დელეგაციას გაგზავნის"

"მინერალების შესახებ ახალი ხელშეკრულების განსახილველად, უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დელეგაციას გაგზავნის"

1744009330

უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დელეგაციას გაგზავნის მინერალების შესახებ ახალი ხელშეკრულების განსახილველად. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ Associated Press-ს განუცხადა.

„ახალი ხელშეკრულების პროექტი აშშ-დან აჩვენებს, რომ კვლავ არსებობს ფონდის შექმნის ან ერთობლივი ინვესტირების განზრახვა“, – განაცხადა სვირიდენკომ უკრაინაში ვიზიტის დროს.

კიევის დელეგაციაში ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან.

„ის, რაც ახლა გვაქვს, არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს აშშ-ის ხაზინის იურიდიული გუნდის პოზიციას. ეს არ არის საბოლოო ვერსია, ეს არ არის ერთობლივი პოზიცია“,- აღნიშნავს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი.

სვირიდენკოს თქმით, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განაგრძონ დიალოგი.

„ჩვენ ძალიან ფოკუსირებულები ვართ იმაზე, რომ შეთანხმების საბოლოო პროექტი მოლაპარაკებების შემდეგ სრულად შეესაბამებოდეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს“, – განაცხადა სვირიდენკომ.

1tv.ge 

გამოგვყევით