logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა

1744008634

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში მზადაა, თავისი ინტერესების დასაცავად დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პროპორციული საპასუხო ზომები მიიღოს. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთნ, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

BBC-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის და გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, კირ სტარმერი ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. სტარმერმა მათთან საუბრისას „ხაზი გაუსვა, რომ იგი კვლავაც განაგრძობს მოქმედებას ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.

1tv.ge 

გამოგვყევით