logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნედლ რძეს არ მოვიხმართ, პროდუქციას რძის ფხვნილისგან ვამზადებთ" - "თოლია"

ნედლ რძეს არ მოვიხმართ, პროდუქციას რძის ფხვნილისგან ვამზადებთ, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ლომთაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას რძის ფხვნილი სხვადასხვა ევროპის ქვეყნიდან და ასევე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შემოაქვს.

"აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ რძის ფხვნილი ჩვეულებრივი რძეა. ფხვნილი რძის დაშრობით, სითხის გამოცლით ხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ტრანსპორტირებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს და კომპანიას დიდი წონის ტრანსპორტირება არ მოუწიოს. შემდეგ აქ, ადგილზე კომპანიის მხრიდან ხდება აღდგენა. რძე თავის თვისებებს არ კარგავს", - აცხადებს სანდრო ლომთაძე.

შეგახსენებთ, კომპანია "თოლია" ქართულ ბაზარზე 26 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინეების გახსნის პარალელურად გაიზრდება.

ცნობისთვის, 3 აპრილს,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "სოფლის ნობათის"  რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.  ცოტა ხნის წინ კი, სააგენტომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.

გამოგვყევით