logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით ემუქრება

1744043057

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ქვეყანა არ გააუქმებს თავის ტარიფს, რომელიც აშშ-ის ტარიფის საპასუხოდ მიიღო.

ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში დაწერა.

„მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც განახორციელებს საპასუხო ქმედებას აშშ-ის წინააღმდეგ დამატებითი ტარიფების დაწესებით, დაუყოვნებლივ დაუწესდება ახალი და არსებითად უფრო მაღალი ტარიფები, თავდაპირველად დადგენილზე მეტი, ჩინეთმა დააწესა საპასუხო, 34%-იანი ტარიფები, მათი უკვე არსებული რეკორდული ტარიფების გარდა, ამიტომ, თუ ჩინეთი არ გააუქმებს 34%-იან ტარიფს ხვალ, 2025 წლის 8 აპრილამდე, შეერთებული შტატები ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს, რომელიც ძალაში შევა 9 აპრილიდან. გარდა ამისა, ყველა მოლაპარაკება ჩინეთთან მათ მიერ მოთხოვნილი შეხვედრების შესახებ შეწყდება. მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს შეხვედრები, დაუყოვნებლივ დაიწყება“, – წერს ტრამპი.

1tv.ge

გამოგვყევით