logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

1730788407

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსგადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნოუბნის შედეგების გაუქმების შესახებ. 

"აღნიშნული გადაწყვეტილებითმოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნოუბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნისშედეგი.საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებსთეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა დათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნებისშედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარადწინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველიინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერსმიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითწარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვეგასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლისმიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფსსპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაცგამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარესმარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულებისგათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევეაღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნისმასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისოორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანისფარულობის დარღვევაზე,"-აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით