logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი: აზერბაიჯანში დაგეგმილი გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია კარს ხსნის მწვანე ინვესტიციებისთვის საქართველოში

AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი: აზერბაიჯანში დაგეგმილი გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია კარს ხსნის მწვანე ინვესტიციებისთვის საქართველოში

1730723400

აზერბაიჯანში დაგეგმილი გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია ხსნის კარს მწვანე ინვესტიციებისთვის საქართველოში, – ამის შესახებ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

აზიის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის თქმით, კავკასიის მიმართ დამატებითმა ყურადღებამ ასევე, შეიძლება, ხელი შეუწყოს ეკოტურიზმის განვითარებას და საქართველოს გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერას.

კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ ასევე ისაუბრა საქართველოში ბათუმის შემოვლითი გზის ახლახან დასრულებულ პროექტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შავი ზღვისა და კასპიის რეგიონებს შორის კავშირების გაუმჯობესებაზე.

არსებული მონაცემებით, საერთო ჯამში, აზიის საინვესტიციო ბანკმა დღემდე დაამტკიცა ხუთი ძირითადი პროექტი საქართველოში, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, მათ შორისაა დასრულებული ბათუმის შემოვლითი გზა.

„საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ვამზადებთ პროექტს თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციისთვის. ახალი ინიციატივა გააუმჯობესებს მეტროს სისტემის ეფექტურობასა და საიმედოობას, ასევე მის ეკოლოგიურობას“, – განაცხადა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია 11-22 ნოემბერს აზერბაიჯანში გაიმართება, რომელსაც 50 000-მდე დელეგატი დაესწრება. ეს მოიცავს მთავრობის წარმომადგენლებს გაერო-ს ყველა წევრი ქვეყნიდან.

1tv.ge

გამოგვყევით