logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2023 წელს მეცნიერული კვლევების განხორციელებისთვის ₾202.9 მლნ დაიხარჯა - საქსტატი

2023 წელს მეცნიერული კვლევების განხორციელებისთვის ₾202.9 მლნ დაიხარჯა - საქსტატი

1730445828

2023 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 63 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 202.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

"საქსტატის" ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით გაიზარდა და 15 215 შეადგინა, რომელთაგან 13 114 ერთეულს  მკვლევარები წარმოადგენდნენ.

უწყების ცნობით, მკვლევარების 54.4 პროცენტი ქალია, ხოლო 45.6 პროცენტი - კაცი. მკვლევართა 68.8 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.4 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.0 %), ხოლო კაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (26.6 %).

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 215 კაცს შეადგენს (24.5 %). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 470 პირია დასაქმებული (3.6%).

გამოგვყევით