logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-ის სენატორები, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

აშშ-ის სენატორები, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

1734951817

Reuters-ის ინფორმაციით, ორმა ამერიკელმა სენატორმა პარასკევს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ინიციატივის მიზეზად დასახელებულია სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც თურქეთი ან მისი მხარდაჭერილი ჯგუფები ჩრდილოეთ სირიაში ახორციელებენ.

დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარმოადგინეს “თურქული აგრესიის წინააღმდეგ აქტი” . მათი განცხადებით, სანქციების მუქარა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უბიძგებს.

მათივე ინფორმაციით,  ვაშინგტონმა დიპლომატიური ძალისხმევით უნდა იმუშაოს თურქეთთან, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას თურქეთსა და სირიას შორის.

„ეს სანქციები მიზნად ისახავს თურქეთის ან თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თავდასხმების შეჩერებას სირიის დემოკრატიულ ძალებზე (SDF), რადგან ეს მოქმედებები ზრდის ISIS-ის (ისლამური სახელმწიფოს) აღდგენის რისკს, რაც აშშ-ის და გლობალური უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს,“ - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

ჩრდილოეთ სირიაში დაპირისპირებები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი, ორი კვირის წინ გადააყენეს. ამ რეგიონში აშშ-მ შუამავლობა მოახდინა მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თურქეთსა და სირიის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ასევე აშშ-ის მხარდაჭერილ ქურთ მებრძოლებს შორის.

გამოგვყევით