logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს მშპ-მ 2023 წელს ₾80.882 მლნ შეადგინა - "საქსტატი"

საქართველოს მშპ-მ 2023 წელს ₾80.882 მლნ შეადგინა - "საქსტატი"

1734941340

2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 80 882.8 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (52.7 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.5 პროცენტი), იმერეთი (7.8 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.4 პროცენტი). 

"საქსტატის" ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.6 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი).

აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.0 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (11.2 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (10.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (18.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (15.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (8.9 პროცენტი).

გამოგვყევით