logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქაერონავიგაციამ" სააერნაოსნო მონაცემთა მართვის სისტემის მოდერნიზება განახორციელა

"საქაერონავიგაციამ" სააერნაოსნო მონაცემთა მართვის სისტემის მოდერნიზება განახორციელა

1734941151

შპს „საქაერონავიგაციამ“ ავსტრიულ კომპანია FREQUENTIS-თან ერთად მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც სააერნაოსნო მონაცემთა მართვის სისტემის მოდერნიზებას და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას მოიცავდა.

განახლებული სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ ინტეგრაციას ევროპის სააერნაოსნო მონაცემთა ბაზასთან, ამარტივებს პროცესებს და აძლიერებს საქართველოს, როგორც საჰაერო ნავიგაციის სერვისის მაღალტექნოლოგიური პროვაიდერის, როლს გლობალურ ავიაციაში.

სისტემის განახლება აუმჯობესებს სააერნაოსნო მონაცემთა მენეჯმენტს და გაცვლას ახალი, მოწინავე AIM მონაცემთა ბაზის CADAS-AIMDB-ის საშუალებით და შესაბამისობაში მოჰყავს ის ევროპულ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)-ს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. CADAS-AIMDB სისტემა დაფუძნებულია აუცილებელი საავიაციო მონაცემების გაცვლის სტანდარტიზებულ ფორმატზე და უზრუნველყოფს მონაცემთა გაზიარების უწყვეტობას ევროპის სააერნაოსნო მონაცემთა ბაზასთან (EAD).

"კომპანია FREQUENTIS მრავალი წელია საქაერონავიგაციის სანდო პარტნიორია და ამ უკანასკნელმა პროექტმა კიდევ უფრო გაამყარა ეს თანამშრომლობა. ახალი სააერნაოსნო ინფორმაციის მართვის სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია ავიაციის მდგრადი და თანმიმდევრული განვითარების საქმეში, რომელიც მოქნილს ხდის ჩვენ სამუშაო პროცესს, უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და აუმჯობესებს ჩვენი მომსახურების ხარისხსს დაინტერესებეული მხარეებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ," - აცხადებს საქაერონავიგაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი.

10 წელზე მეტია, კომპანია FREQUENTIS საქაერონავიგაციის სანდო პარტნიორია. საქაერონავიგაციის მთავარი რეგიონული მართვის ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი უზრუნველყოფს სააერნაოსნო შეტყობინებების დამუშავების სისტემას (AMHS) და სააერნაოსნო ინფორმაციის მენეჯმენტს (AIM).

აღნიშნული განახლება საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს თავისი სააერნაოსნო ინფორმაციის მართვის (AIM) სისტემა, რათა შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირდეს ახალ საოპერაციო მოთხოვნებთან. სისტემის დანერგვა შესაძლებლობას აძლევს საქაერონავიგაციას განისაზღვროს და გამოქვეყნდეს ICAO-ს ციფრულ მონაცემთა ნაკრები, გაუმჯობესდეს სამუშაო პროცესები და გაძლიერდეს ვერიფიკაციის მექანიზმები. FREQUENTIS ასევე, დაეხმარება საქაერონავიგაციას ჩაანაცვლოს სააერნაოსნო ინფორმაციის პუბლიკაციის (AIP) გამოქვეყნების პროცედურა უმთავრესი დოკუმენტი, რომელიც გამოსცემს ფრენის ოპერაციების უმნიშვნელოვანეს დეტალებს, როგორიცაა აეროპორტები, საჰაერო სივრცე და სანავიგაციო საშუალებები.

„ეს პროექტი კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ეტაპია საქაერონავიგაციასთან ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობაში. ამაყები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს საკვანძო როლს საერთაშორისო ავიაციის ქსელში“ - აცხადებს კომპანია FREQUENTIS Comsoft-ის მმართველი დირექტორი და FREQUENTIS OneATIM აღმასრულებელი ჯგუფის წევრი, კონსტანტინ ვონ რედენი.

გამოგვყევით