ქვეყნისთვის, არსებული ვითარება ეკონომიკური პრობლემების საწყისია, - ამის შესახებ GIG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ემირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა, მათ შორის, ახალი არჩევნებია.
"ჯერ მოვუსმენთ პრემიერს და ამის შემდეგ გავაცნობთ ჩვენს შეხედულებებს. ბიზნესის მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის პრობლემებია", - აღნიშნა გიორგი ემირიძემ.
ცნობისთვის, ბიზნესების ნაწილი ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.