logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში ₾75 მლნ-ის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირაში ₾75 მლნ-ის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა

1734944405

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 17 დეკემბერს 6.6-წლიანი 75 მლნ ლარის (26.6 მლნ აშშ დოლარის) ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ამასთან, მოთხოვნა 2.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.183პპ-ით გაიზარდა და 8.584% შეადგინა. უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 24 დეკემბერს, სადაც 5-წლიანი 100 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოგვყევით