2200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელმა კრიზისიდან გამოსვლის გზები, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში უკვე აღვნიშნეთ, - ამის შესახებ "თბილღვინოს" თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე შეფასებით, გამოსავლის გზები დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია.
"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბროთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესების ნაწილი ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.