logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პრემიერთან დავაფიქსირეთ ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, მთავრობა მუშაობს ნაბიჯებზე" - თეა ზაქარაძე

"პრემიერთან დავაფიქსირეთ ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, მთავრობა მუშაობს ნაბიჯებზე" - თეა ზაქარაძე

1734960120

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გულწრფელად გეუბნებით. ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაქარაძის თქმით, პრემიერის მხრიდან გაცემული იყო ძალიან კონკრეტული პასუხები.

პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. შეხვედრამდე მე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე, მე თქვენ გითხარით, რომ აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძე დღეს, 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათი პოზიცია მოისმინა. 

1tv.ge 

გამოგვყევით