logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბესო ორთოიძე - მნიშვნელოვანია პროცესების სასწრაფო დეესკალაცია

მნიშვნელოვანია პროცესების სასწრაფო დეესკალაცია, - ამის შესახებ "არსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლები შეხვედრაზე პრემიერის პოზიციას მოისმენენ.

"2000-ზე მეტ კომპანიას დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი აზრი, რომ მნიშვნელოვანია პროცესების სასწრაფო დეესკალაცია. ამისთვის კი, მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. მოვუსმენთ და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, ბიზნესების ნაწილი  ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

გამოგვყევით