საინფორმაციო ცენტრი 11808 სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება სწორად და არცერთი აბონენეტი არ მისამართდება ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად მერაბ კოსტავას 68 და ვახტანგ გორგასლის 16 ნომრებში. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 08.ge-ზე,"- ნათქვამია 11808-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
კერძოდ, სექტორმა გადასახადის გადამხდელებს აცნობა, რომ უწყების სახელით "საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808" მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე - თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68-ში და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16-ში.