logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"აპრილიდან დღევანდელ პერიოდამდე 92%-იანი დატვირთულობა გვქონდა" - HSC Group Hospitality

მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციები აქვს, რასაც კერძო სექტორიც გრძნობს.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" გიორგი დოლიძემ აღნიშნა, სეზონთან მიმართებით გადაჭარბებული შედეგი დაფიქსირდა, კერძოდ, აპრილიდან დღევანდელ პერიოდამდე დატვირთულობამ (სასტუმროების) 92%-ს მიაღწია.

"ამ ყველაფერს (გაზრდილ მაჩვენებელს) დამაჯერებელ შედეგებთან და საამაყო ციფრებთან ერთად კერძო სექტორიც გრძნობს. სეზონთან მიმართებით გადაჭარბებული შედეგი გვქონდა - აპრილიდან მაღალი მაჩვენებლები გახანგრძლივდა, აპრილიდან დღევანდელ პერიოდამდე 92%-იანი დატვირთულობა გვქონდა. აღნიშნული ციფრი ზაფხულშიც სტაბილურად გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლომდე ნარჩუნდება. იმედი გვაქვს, წინა წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით, წლევანდელი პერიოდი 8-10%-ით უფრო მაღალი იქნება. 

წლის დასაწყისში სირთულეების მიუხედავად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-მდე (ჩვენს შემთხვევაში) ზრდა მაინც იყო. ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ, რომ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორი ძალიან გააქტიურებულია. კერძოდ, ბევრი ტურისტული ორგანიზაცია, სასტუმრო მუშაობს, რომ ქვეყანაში ტურისტების შემოდინება გაიზარდოს, ახალ ბაზრებზე გავიდნენ. ამასთან, აღნიშნულ ხაზს ახალი ფრენები უწყობს ხელს, მოგეხსენებათ, 2025 წლის გაზაფხულზე ე.წ. ბუმი იყო, როდესაც დაახლოებით, საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა, ქვეყნიდან 13-დან 15-მდე პირდაპირი რესი დაგვემატა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა სექტორზე პირდაპირი გავლენა მოახდინა", - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

ცნობისთვის, საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან იანვარ-სექტემბერში $4 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 5%-ით აჭარბებს. ყველაზე დიდი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა.

გამოგვყევით