logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისთან ახლოს, საბავშვო შემეცნებითი და სადღესასწაულო სივრცე - "გრინაურა ქიდსი" გაიხსნა

თბილისთან ახლოს, საბავშვო შემეცნებითი და სადღესასწაულო სივრცე, სახელწოდებით „გრინაურა ქიდსი“ გაიხსნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „გრინაურა ქიდსის“ თანადამფუძნებელმა სალომე ჭიჭინაძემ  განუცხადა, მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა სამი დედის წამოწყებაა და მისი მიზანია ბავშვებისთვის სასიამოვნო და ჰარმონიულ გარემოში, ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ასევე, მათთვის გარემოს წინაშე ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობა.

„აღსანიშნავია, რომ „გრინაურა ქიდსი“ ხის დარგვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გავხსენით, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ხის სრულ სასიცოცხლო ციკლს, სანერგე მეურნეობის მუშაობის სპეციფიკას, ასევე დაკვირვებოდნენ, თუ როგორ იზრდება ჩითილები და ყალიბდება ხედ ან ბუჩქად. ამავე ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა ნერგები ქოთნებშიც გადარგეს, რომლებიც შემდგომ მათ საჩუქრად გადავეცით“, - აღნიშნა სალომე ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, „გრინაურა ქიდსი“ თბილისთან ახლოს, გომბორის გზატკეცილის მე-6 კილომეტრზე მდებარეობს და ის ბავშვებს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს წლის ოთხივე სეზონზე, მუდმივად შესთავაზებს.

გამოგვყევით