კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760.04 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.85% -ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მარეგულირებლის ცნობით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით (1.46%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.03%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.70 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 19.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.89%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23 %-ით მეტი).
2025 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 549.96 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 35.14 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.35 პროცენტული პუნქტით),"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.