logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი მომზადდა

შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი მომზადდა

1761577447

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  27 ოქტომბრიდან, ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, უწყების ვებგვერდზე განთავსებული - ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელით.

"ახლად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა. ამასთან, გამომთვლელის გამოყენებით, მას შესაძლებლობა აქვს დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა  40 000 ლარს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის  წარდგენის ვადა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“  ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს  2 299 299,"-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით