2025 წლის 25 ოქტომბერს Georgia Capital-ის ჯანდაცვის სერვისების ბიზნესმა „გორმედის“ შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც წარმოადგენს 3 ჰოსპიტლისა და კლინიკის რეგიონალურ ქსელს ცენტრალურ საქართველოში. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ მარეგულირებელ ორგანოს ( საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს) შესაბამისი ტრანზაქციასთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
როგორც ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, მოსალოდნელია, რომ „გორმედი“ 2025 წელს 4.5 მილიონი ლარის EBITDA-ს გამოიმუშავებს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანმიმდევრული შენაძენი ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, მოიტანს ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული სინერგიის მეშვეობით.