logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება

მაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება

1761643214

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყისში დადგენილი 4.7 მილიარდი აშშ დოლარის პროგნოზი სრულად რეალიზებადი ჩანს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბა და 3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრადიციულად ადგენს პროგნოზებს როგორც კვარტლების, ისე სეზონების მიხედვით. ეს პროგნოზები ეფუძნება გასული წლების მონაცემებსა და საერთაშორისო ტენდენციებს, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე ტურისტული მოგზაურებისა და შემოსავლების ჭრილში, კვლევითი კომპანიების პროგნოზები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა, რაც მიუთითებს შეფასებების სიზუსტესა და რეალისტურობას. თუ შევაფასებთ 2019 წლის შემდეგ აღდგენის დინამიკას, საერთაშორისო მოგზაურობების და შემოსავლების თვალსაზრისით,  პროგნოზები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ მიღწეული შედეგები სრულად შეესაბამება მოლოდინებს. ამ ეტაპზე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, როდესაც დაიხურება წლის მეოთხე კვარტალი, პროგნოზები სრულად გამართლდება”,-აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაია ომიაძეს განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიისა და სამიზნე ბაზრებზე აქტიური კამპანიების შედეგად, წელს მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წლის მონაცემებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის დონეს.  ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე ორიენტაცია,  სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. შესაძლოა, მოგზაურების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყოს, თუმცა თითოეული მათგანი ბევრად მეტ თანხას ხარჯავს საქართველოში,“ — აღნიშნა ომიაძემ.

გამოგვყევით