logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოს ფოსტამ "ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი" მარკა გამოსცა

საქართველოს ფოსტამ "ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი" მარკა გამოსცა

1761660089

საქართველოს ფოსტამ „ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაცია ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა.

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ქალაქ თბილისის საკრებულოს, საიუბილეო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა. 

„დიმიტრი ყიფიანი არის ქართველი სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო ღირსებისა და ეროვნული ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ქართული განათლებისა და კულტურის განვითარებას. საქართველოს ფოსტისთვის დიდი პატივია, აღნიშნოს ყიფიანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე საფოსტო მარკის გამოშვებით. მიმაჩნია, რომ თითოეული ასეთი მარკა არა მხოლოდ საფოსტო ატრიბუტიკაა, არამედ ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილი, ისტორიული პიროვნებებისადმი პატივისცემის და მომავალ თაობებზე ეროვნული ღირებულებების გადაცემის გზა“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის ოქტომბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული.

გამოგვყევით